logo
ENG



სტამბოლში "მარცვლეულის დერეფნის" გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

17 ნოე 202212:42
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის სამი საზღვაო პორტიდან სურსათის ექსპორტისთვის "მარცვლეულის დერეფნის" მუშაობა კიდევ 120 დღით გახანგრძლივდა. 

ამის შესახებ გადაწყვეტილება სტამბულში მიიღეს, ინიციატივის განხორციელების გარანტი, მისი თქმით, გაერო და თურქეთი იყვნენ. 

გარდა ამისა, უკრაინამ ოფიციალურად მიმართა პარტნიორებს ინიციატივით "მარცვლეულის დერეფნის" მინიმუმ ერთი წლით გახანგრძლივებისა და პორტების სიაში ნიკოლაევის პორტის დამატების შესახებ, რაზეც უკრაინა პასუხს ელოდება.

შავი ზღვის გავლით სოფლის მეურნეობის პროდუქტების უსაფრთხო გადაზიდვის ინიციატივის ფარგლებში უკრაინამ 1 აგვისტოდან 11 მილიონ ტონაზე მეტი სოფლის მეურნეობის პროდუქცია 38 ქვეყანაში გაიტანა.

"ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი პორტების მთელი საექსპორტო პოტენციალი, რათა მსოფლიომ სწრაფად მიიღოს საჭირო მარაგი."- განაცხადა კუბრაკოვმა

 


close დახურვა